ტროას ცხენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:09, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტროას ცხენი – უზარმაზარი ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა ტროას ომის მეათე წელს გამოთალეს ოდისევსის რჩევით. ტროას ცხენის ლეგენდას პირველად ჰომეროსი მოიხსენიებს, უფრო ვრცლად კი – ვერგილიუსი თავის პოემაში, რომლის სახელწოდებაცაა „ენეიდა“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროას ცხენს“ ისეთ საჩუქარზე იტყვიან, რომელსაც მტერს მიუძღვნიან მისი დაღუპვის მიზნით.