ქაჯის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაჯის ციხე

ქაჯის ციხე − (ინგლ. Kaji Castle), X საუკუნის ციხესიმაგრე საქართველოს ისტორიულ პროვინცია ტაო-კლარჯეთში. მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის დაბა ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმ-თეფესთან (ძველი სახელი რაბათი). გადმოცემით ეს ციხე უნდა ყოფილიყო „ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი. ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მ სიმაღლის მასიური გალავანი.

ქაჯის ციხე პირველად ასურულ ლურსმულ წყაროებში იხსენიება, როგორც ურჩხულთა ციხე. შემდეგ იგი მოხსენიებულია ძველ ბერძნულ წყაროებში. ძვ. წ. მე-6 საუკუნის ანონიმი ავტორი მას აღწერს როგორც მსოფლიოს უმძლავრეს ციხეს „მასთან ტროას ლეგენდარული კედლებიც ვერ მოვა ახლოს”. ასე ახასიათებს ის ამ ციხეს და მას მაგიის მცოდნე ხალხით დასახლებულ ციხეს უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ ამ ციხის მცხოვრებნი ფლობენ უძლიერეს სამხედრო ტექნიკას და ნებაყოფლობით არიან კოლხეთის სამეფოს ვასალები. თვითონ კოლხები ციხეს „საარონს”, „ქაჯთა ციხეს” ეძახდნენ. ამ ეპოქის წყაროების მიხედვით ქაჯის ციხე სამხრეთ კოლხეთის მთიანეთში (მესხეთი და ჭანეთი) მდებარეობდა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები