შიდსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:52, 23 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიდსი - (AIDS), შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. რეტროვირუსით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) გამოწვეული ინფექციური დაავადება.
ვირუსი დაავადებული ადამიანის ორგანიზმის სითხესთან კონტაქტით გადადის (მაგ., სისხლით, სპერმით). ვირუსი აზიანებს და ახშობს T4 ლიმფოციტების (უჯრედები-ჰელპერები) პროლიფერაციას.
აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული აშლილობების უმრავლესობა ვირუსის უშუალო ნეიროტროპული ზემოქმედების გამო ვითარდება.
შიდსი ერთი ან რამდენიმე ავადმყოფობა – ინდიკატორებით ვლინდება, მაგალითად, კაპოშის სარკომა, ცნს-ის პირველადი ლიმფომა, მულტიფოკალური პროგრესირებადი ლეიკოენცეფალოპათია,და, აგრეთვე, ოპორტუნისტული ინფექციები, რომლების მიმართ, იმუნური სისტემის უკმარისობის გამო, პაციენტი ანომალიურად მგრძნობიარეა.