ოპორტუნისტული ინფექცია
ოპორტუნისტული ინფექცია - (opportunistic infection), ინფექციები, რომლებიც აზიანებს შიდსით ინფიცირებულებს ან სხვა ეტიოლოგიის იმუნური დეფიციტის მქონე ინდივიდებს. მათ შორისაა: თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი, კრიპტოკოკური მენინგიტი, ციტომეგალოვირუსული ნეიროპათია, ცნს-ის ტუბერკულოზი, Herpes zoster-ით გამოწვეული ენცეფალიტი, ციტომეგალოვირუსული ენცეფალიტი, Varicella zoster-ით გამოწვეული რადიკულიტი.Herpes simplex-მა, ციტომეგალოვირუსმა და ჩუტყვავილას ვირუსმა შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი. ციტომეგალოვირუსი ძირითადი მიზეზია რეტინიტის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. Herpes zoster-ი გამოწვეულია Varicella zoster ვირუსის ლატენტური ინფექციის რეაქტივაციით. (Herpes simplex = ადამიანის (ალფა) ჰერპესვირუსი 1 და 2; Herpes zoster = ადამიანის (ალფა) ჰერპესვირუსი 3; ციტომეგალოვირუსი = ადამიანის (ბეტა) ჰერპესვირუსი 5.)