ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ადამიანური ღირსება - Human dignity ერთ-ერთი ფუძემდებლური კონცეფცია (თანასწორ და განუყოფელ უფლებათა კონცეფციასთან ერთად), რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვა ეყრდნობა. ა.ღ. ყველა ადამიანს მოეპოვება და არავის აქვს მისი შელახვის უფლება. ამ კონცეფციისათვის ძირითადია განუყოფელი, დაბადებითი ადამიანური ღირსების ცნება (განსხვავდება პიროვნული ღირსებისაგან), რომელიც თავად კაცობრიობის ბუნებიდან გამომდინარეობს და ერთნაირად აქვს ყველა ადამიანს _ იქნება ეს ახალშობილი, ამქვეყნად ჯერ რომ არაფერი შეუქმნია, თუ ჩამოყალიბებული დამნაშავე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში თანდაყოლილი ღირსება და თანასწორი და განუყოფელი უფლებები თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლადაა მიჩნეული. იხილე აგრეთვე: ადამიანის უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; ეკონომიკური და სოციალური უფლებები; კულტურული უფლებები, თვითგამორკვევა; ზოგადი მესამე მუხლი, მატერიალური უფლებები, მკვლელობა, მოვალეობა, მონიტორინგი