ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

კულტურული უფლებები - Cultural rights 

ეს უფლებები ადამიანის უფლებათა რამდენიმე დოკუმენტშია ჩამოყალიბებული:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლი 27, §1: “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით”.
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის

მუხლი 15, §1: “ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ადამიანის უფლებას:

ა) კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობაზე;

ბ) სამეცნიერო პროგრესის შედეგებით სარგებლობასა და მის გამოყენებაზე;

გ)  მისი ავტორობით გამოცემული სამეცნიერო, ლიტერატურული და ხელოვნებასთან დაკავშირებული შრომების მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვაზე”.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მუხლი 27: “იმ ქვეყნებში სადაც არიან ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, ამ ჯგუფის წარმომადგენელს არ შეიძლება უარი ეთქვას ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საკუთარი კულტურის გამოყენებაზე, საკუთარი რელიგიის აღსარებასა და მისი წეს-ჩვეულებების აღსრულებაზე, აგრეთვე მშობლიური ენის გამოყენებაზე”.

რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის
მუხლი 5: “...კულტურულ მოღვაწეობაში თანაბარი მონაწილეობის უფლება”.
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპების დეკლარაციის
მუხლი 1: “საკუთარი კულტურის განვითარება ყველა ხალხის უფლება და მოვალეობაა”.

იხილე აგრეთვე: ადამიანის უფლებები, ადამიანური ღირსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; ეკონომიკური და სოციალური უფლებები; თვითგამორკვევა; ზოგადი მესამე მუხლი, მატერიალური უფლებები,  მკვლელობა, მოვალეობა, მონიტორინგი