ლადო ასათიანი: კრწანისის ყაყაჩოები
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 

კითხულობს: მეათეკლასელი  შაკო გორდულავა

 



ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,

ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940

     
ოჟა ჟურხაის ფარისა  -  მტერთან ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცის ჯურხას ფარი, რომელიც ომის წინ თურმე ნიშანს იძლეოდა.