ლადო ასათიანი: ქართული ენა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

კითხულობს: მეთორთმეტეკლასელი  ნელი მათოსიანი



საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდე უძველესმა ტომმა
შლეგი  ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა;
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში  ირმის ჯოგის ნავარდობა;
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება.
უძველესმა ტომმა დღემდე მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს;
სარკინეთში  გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს;
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში;
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან...
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!

    ზენა ზეცა, აქ: ზეციური ძალა, ღმერთი ენა

შლეგი –  გიჟი, გადარეული

 

ჯაგი ეკლიანი ბუჩქი, ჯაგნარი  – ჯაგნარი ადგილი, სადაც ჯაგებია;
 

 


სარკინეთი, სარკინე ადგილია მცხეთაში არკინეთი, სარკინე