აბდი იბრაჰიმ დეყა - მოღვაწეობდა ვაჯირში, ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში, როგორც განათლების მუშაკი, მუშაობდა საზოგადოებრივი განვიტარებისა და კონფლიქტების მოგვარების სფეროში. მას როგორც ტრენერს, აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება; 1997 წელს მონაწილეობას იღებდა ურწყავი მიწების რესურსების მართვის პროექტში (ALRMP), რომელსაც აფინანსებდა მსოფლიო ბანკი და მარტავდა კენიის პრეზიდენტის აპარატი. 1997 წელს თანამშრომლობდა ორგანიზაციასტან (მშვიდობის კოალიცია აფრიკაში)  (COPA) სამხრეთ აფრიკაში და 1995 -97 წლებში RTC -სთან ბირმინგემში (გაერთიანებული სამეფო). არის RTC -ის ტრენერი და კონფლიქტთა დაძლევის კურსის სასწავლო პროცესის კოორდინატორი და უფროსი კურატორი. დეყას აქვს გამოცდილება კონფლიქტურ თემებს შორის შუამავლობისა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მუშაობა ჩრდილო კენიის მეჯოგე თემთან. არის ჩრდილო კენიის ვაჯირის და მის მეზობელ რეგიონებში სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. დეყას დიდი წვლილი მიუძღვის მეჯოგეთა თემების განვითარების სფეროში, განსაკუთრებით ეფექტიანი განათლების სისტემის შექმნაში, სადაც მან მოძრავი სკოლის კონცეფცია შეიმუშავა.

 

 

წიგნები:

*კონფლიქტზე მუშაობა: უნარ-ჩვევები და სტრატეგიები

 

(თანაავტორები: საიმონ ფიშერი, სტივ უილიამსი, ჯავედ ლუდინი, რიჩარდ სმითი, სიუ უილიამსი)