სმითი რიჩარდ - 1999 წლის აპრილიდან 2000 წლის აგვისტომდე იყო RTC -ის სტუმარი მეცნიერი. ამ პერიოდში ის ატარებდა ფართო მასშტაბიან ტრენინგებს კონფლიქტის დაძლევის მხარდაჭერის პოლიტიკისა და პრაქტიკის კურსებზე. ამავე დროს, სუდანსა და შრი-ლანკაში ეწეოდა საკონსულტაციო საქმიანობას RTC -სათვის. თავდაპირველი გამოცდილება მიიღო სამხრეთ აფრიკაში, როგორც ანტიაპარტეიდული მოძრაობის აქტივისტმა, შემდგომ კი როგორც გარადქმნისა და შერიგების პროცესების მონაწილემ. სამხრეთ აფრიკაში იგი მონაწილეობდა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მუშაობაში, აგრეთვე მოღვაწეობდა სამართლიანობის და შერიგების კომისიაში, ხოლო სათემო დონეზე სამხრეთი კონცხის რეგიონში თანამშრომლობდა რეკონსტრუქციისა და საზოგადოებრივი განვითარების პროგრამის ჯგუფთან. ჰქონდა რა საკმაო გამოცდილება მოზრდილთა განვითარების სწავლებისა და ტრენინგის სფეროში, ინტენსიურად მოღვაწეობდა ეთიოპიაში, სუდანში, სომალილენდსა და ერითრეაში. არის ორგანიზაცია "მშვიდობის კოალიცია აფრიკაში" წევრი და კონფლიქტთა ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი კომიტეტის - პრაქტიკოს მოღვაწეთა საერთაშორისო ქსელის - აქტიური თანამშრომელი.

 

წიგნები:

*კონფლიქტზე მუშაობა: უნარ-ჩვევები და სტრატეგიები

 

(თანაავტორები: საიმონ ფიშერი, სტივ უილიამსი, დეყა იბრაჰიმ აბდი, ჯავედ ლუდინი, სიუ უილიამსი)