უილიამსი სტივ - RTC -ის  შტატგარეშე სპეციალური კონსულტანტი - თავისი საცხოვრებელი ადგილიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან ეწევა საქმიანობას. 1997-99 წლებში იყო RTC -ის კონფლიქტოლოგიის ოთხი კურსის სრულშტატიანი მასწავლებელი, მათ შორის 10-კვირიანი კურსისა სამხრეთ აფრიკაში 1997 წლის მიწურულს. 1994 წლიდან მოღვაწეობს RTC-ში როგორც სწავლების კურსთა ორგანიზატორი და პედაგოგი, თანადროულად ხელმძღვანელობს კონფლიქტების დაძლევის მეთოდიკის განყოფილებას. ამ პერიოდში TRC-ის პარტნიორებთან ერთად მუშაობდა საზღვარგარეთ: ნიგერიაში, კამბოჯასა და ეთიოპიაში. ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიაში ეწეოდა სატრენინგო და საკონსულტაციო საქმიანობას. მანამდე მუშაობდა ფართომასშტაბიან მედიატორულ და საშემრიგებლო ინიციატივებზე უგანდაში, კენიასა და ბოტსვანაში. შედარებით ხანმოკლე ვიზიტებით ეწვია სამხრეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ფიჯის, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას და შრილანკას იმ პერიოდში, როცა აგროვებდა მასალას წიგნისათვის "განაპირას მყოფი იყო შუაგულში: არაოფიციალური პოლიტიკური შუამავლობის კვაკერული გამოცდილება" (Williams Sessions, York, England, 1994), რომლის თანაავტორია სიუ უილიამსი. სთივი დაიბადა 1951 წელს აშშ-ში და ამჟამად არის როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე აშშ-ის მოქალაქე.

 

წიგნები:

*კონფლიქტზე მუშაობა: უნარ-ჩვევები და სტრატეგიები

 

(თანაავტორები: საიმონ ფიშერი, ჯავედ ლუდინი, დეყა იბრაჰიმ აბდი, რიჩარდ სმითი, სიუ უილიამსი)