|
|||
ფიშერ საიმონი - RTC-ის (კონფლიქტზე პასუხი) დირექტორია მისი დაარსების (1991წელი) დღიდან და ხელმძღვანელობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის ტრენინგისა და მხარდაჭერის პროგრამებს მსოფლიო მასშტაბით. დაიბადა 1948წელს; პროფესიით მასწავლებელი. მუშაობდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ალჟირში, გაერთიანებულ სამეფოში, კონგოში (ზაირში), სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთი წყნარი ოკეანის ზოგ ქვეყანაში, განვითარების და მშვიდობის დამყარების პრობლემებზე. იგი ბევრს წერს და, სხვათა შორის, არის მასწავლებელთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თანაავტორი. ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან ბალკანეთში, ყაზახეთში, ავღანეთში, სუდანსა და დასავლეთ აფრიკაში. არის წევრი კონფლიქტის ტრანსფორმაციის სათაო კომიტეტისა, რაც წარმოადგენს პრაქტიკოს მოღვაწეთა საერთაშორისო ქსელს. ამავე დროს, როგორც მეუღლე და ოთხი შვილის მამა, ცდილობს გამონახოს დრო პირადი ცხოვრებისთვისაც.
წიგნები: *კონფლიქტზე მუშაობა: უნარ-ჩვევები და სტრატეგიები
(თანაავტორები: ჯავედ ლუდინი, სტივ უილიამსი, დეყა იბრაჰიმ აბდი, რიჩარდ სმითი, სიუ უილიამსი)
|