დახმარება » როგორ მოვძებნოთ |
როგორ მოვძებნოთ
ძიება დასახელებით
პირველ გვერდზე და დათვალიერების პროცესში საშუალება გვაქვს, ჩავატაროთ სწრაფი ძიება სათაურით. ძიებისას გვაქვს მხოლოდ ერთი ველი, სადაც უნდა ჩავწეროთ გაზეთის დასახელება (მინიმუმ პირველი 2 სიმბოლო) და დავაწვეთ ღილაკს [ძიება].
სათაურით ძიებისას მოქმედებს სიტყვის მარჯვენა მხრიდან წაკვეცის რეჟიმი (ზუსტი ძიების გარდა), აგრეთვე დაცულია საძიებო სიტყვების მიმდევრობა. დამატებით, ხელმისაწვდომია ძიების სამი მეთოდი:
- იწყება - დასახელება უნდა იწყებოდეს საძიებო ტერმინით.
კომუნისტი
შედეგად მოიძებნება როგორც გაზეთი "კომუნისტი", ასევე "კომუნისტის ხმა".
- შეიცავს - დასახელება უნდა შეიცავდეს საძიებო ტერმინს.
კომუნისტი
შედეგად მოიძებნება როგორც გაზეთი "კომუნისტი", ასევე "კომუნისტის ხმა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "ახალი კომუნისტი", "საქართველოს კომუნისტი".
- ზუსტი - დასახელება ზუსტად უნდა ემთხვეოდეს საძიებო ტერმინს.
კომუნისტი
შედეგად მოიძებნება მხოლოდ გაზეთი "კომუნისტი".
საძიებო სიტყვების მიმდევრობა
ძიებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს საძიებო სიტყვების მიმდევრობა, მაგალითად:
წითელი დროშა შედეგად მოიძებნება გაზეთი "წითელი დროშა".
ხოლო:
დროშა წითელი შედეგად არ მოიძებნება არცერთი ჩანაწერი.
გაფართოებული ძიება
გაფართოებული ძიებისას შესაძლებელია დამატებითი კრიტერიუმების გამოყენება. ძიებისთვის საკმარისია ერთი ნებისმიერი ველის შევსება.
- სათაური
- სათაურის ველი და ძიების მეთოდები (ჩამოსაშლელი მენიუ მარჯვენა მხარეს) ანალოგიურია როგორც ძიება დასახელებით.
- გამოცემის ადგილი
- გაზეთის გამოცემის ადგილი (ქალაქის ან რაიონული ცენტრს დასახელება).
* მინიმუმ 2 სიმბოლო.
* მოქმედებს წაკვეცა მარჯვენა მხრიდან.
- დაწყების წელი
- გამოცემის დაწყების წელი, რომელ წელსაც გამოვიდა პირველი ნომერი
* ოთხნიშნა ციფრი - YYYY.
- გამოცემის წელი, ან წლების დიაპაზონი
- გაზეთის გამოცემის ერთი წელი, რომელ წელსაც გამოვიდა გაზეთის თუნდაც ერთი ნომერი.
ან წლების დიაპაზონი, რომელ წლებშიც გამოდიოდა გაზეთი.
* ოთხნიშნა ციფრი - YYYY.
- ISSN
- გაზეთის ISSN-ი (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი).
- შენახვის შიფრი
- გაზეთის (წლიური კომპლექტის) შენახვის შიფრი.
* მარჯვენა მხრიდან წაკვეცისთვის ბოლოში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
* მარცხენა მხრიდან წაკვეცისთვის დასაწყისში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
- საინვენტარო ნომერი
- გაზეთის (წლიური კომპლწექტის) საინვენტარო ნომერი.
* მარჯვენა მხრიდან წაკვეცისთვის ბოლოში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
* ინვენტარის ნომრის არმქონე ჩანაწერების მოსაძებნად დაწერეთ მხოლოდ ახარისხების (^) ნიშანი.
- თემატიკა
- გაზეთის თემატიკა.
- გამომცემლობა
- გაზეთის გამომცემელი, გამომცემლობა, ან ორგანო.
* მინიმუმ 2 სიმბოლო.
* მოქმედებს წაკვეცა მარჯვენა მხრიდან.
ძიების შედეგები
ძიების ჩატარების შემდეგ, თუ მოიძებნა ერთი ჩანაწერი მაინც, შედეგების გვერდზე გამოვა მოძებნილი გაზეთების ჩამონათვალი.
შედეგების თავში მოცემულია საინფორმაციო ზოლი:
- მარცხენა მხარეს - მოძებნილი ჩანაწერების საერთო რაოდენობა, აგრეთვე, ეკრანზე ნაჩვენები ჩანაწერების რაოდენობა, თუ საერთო რაოდენობა არ დაეტია ერთ გვერდზე.
- მარჯვენა მხარეს - მიმდინარე გვერდი და გვერდების საერთო რაოდენობა.
შედეგების გვერდი მოცემულია სვეტებად:
- სათაური
- მოძებნილი გაზეთების სათაურები. დახრილი ხაზით გამოყოფილია პარალელური სათაურები.
- ნომრები
- გაზეთის ნომრების საერთო რაოდენობა (არა ერთეულების).
- გამოცემის ადგილი
- გაზეთის გამოცემის ადგილი (ქალაქის ან რაიონული ცენტრის დასახელება).
- წელი
- გამოცემის დაწყების წელი, რომელ წელსაც გამოვიდა გაზეთის პირველი ნომერი.
სათაურზე, გამოცემის ადგილზე, ან წელზე დაწოლით შესაძლებელია შედეგების სორტირება ზრდადობით, ან კლებადობით.