საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა | მთავარი | ჩვენ შესახებ | ელ.რესურსები |
გაზეთებიდათვალიერებაძიება

როგორ მოვძებნოთ

ძიება დასახელებით

პირველ გვერდზე და დათვალიერების პროცესში საშუალება გვაქვს, ჩავატაროთ სწრაფი ძიება სათაურით. ძიებისას გვაქვს მხოლოდ ერთი ველი, სადაც უნდა ჩავწეროთ გაზეთის დასახელება (მინიმუმ პირველი 2 სიმბოლო) და დავაწვეთ ღილაკს [ძიება].

სათაურით ძიებისას მოქმედებს სიტყვის მარჯვენა მხრიდან წაკვეცის რეჟიმი (ზუსტი ძიების გარდა), აგრეთვე დაცულია საძიებო სიტყვების მიმდევრობა. დამატებით, ხელმისაწვდომია ძიების სამი მეთოდი:

  • იწყება - დასახელება უნდა იწყებოდეს საძიებო ტერმინით.
    კომუნისტი
    შედეგად მოიძებნება როგორც გაზეთი "კომუნისტი", ასევე "კომუნისტის ხმა".
  • შეიცავს - დასახელება უნდა შეიცავდეს საძიებო ტერმინს.
    კომუნისტი
    შედეგად მოიძებნება როგორც გაზეთი "კომუნისტი", ასევე "კომუნისტის ხმა", "ახალგაზრდა კომუნისტი", "ახალი კომუნისტი", "საქართველოს კომუნისტი".
  • ზუსტი - დასახელება ზუსტად უნდა ემთხვეოდეს საძიებო ტერმინს.
    კომუნისტი
    შედეგად მოიძებნება მხოლოდ გაზეთი "კომუნისტი".
საძიებო სიტყვების მიმდევრობა

ძიებისას აგრეთვე დაცული უნდა იყოს საძიებო სიტყვების მიმდევრობა, მაგალითად:

წითელი დროშა შედეგად მოიძებნება გაზეთი "წითელი დროშა".
ხოლო:
დროშა წითელი შედეგად არ მოიძებნება არცერთი ჩანაწერი.

 

გაფართოებული ძიება

გაფართოებული ძიებისას შესაძლებელია დამატებითი კრიტერიუმების გამოყენება. ძიებისთვის საკმარისია ერთი ნებისმიერი ველის შევსება.

სათაური
სათაურის ველი და ძიების მეთოდები (ჩამოსაშლელი მენიუ მარჯვენა მხარეს) ანალოგიურია როგორც ძიება დასახელებით.
გამოცემის ადგილი
გაზეთის გამოცემის ადგილი (ქალაქის ან რაიონული ცენტრს დასახელება).
* მინიმუმ 2 სიმბოლო.
* მოქმედებს წაკვეცა მარჯვენა მხრიდან.
დაწყების წელი
გამოცემის დაწყების წელი, რომელ წელსაც გამოვიდა პირველი ნომერი
* ოთხნიშნა ციფრი - YYYY.
გამოცემის წელი, ან წლების დიაპაზონი
გაზეთის გამოცემის ერთი წელი, რომელ წელსაც გამოვიდა გაზეთის თუნდაც ერთი ნომერი.
ან წლების დიაპაზონი, რომელ წლებშიც გამოდიოდა გაზეთი.
* ოთხნიშნა ციფრი - YYYY.
ISSN
გაზეთის ISSN-ი (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი).
შენახვის შიფრი
გაზეთის (წლიური კომპლექტის) შენახვის შიფრი.
* მარჯვენა მხრიდან წაკვეცისთვის ბოლოში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
* მარცხენა მხრიდან წაკვეცისთვის დასაწყისში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
საინვენტარო ნომერი
გაზეთის (წლიური კომპლწექტის) საინვენტარო ნომერი.
* მარჯვენა მხრიდან წაკვეცისთვის ბოლოში დაუმატეთ ვარსკვლავის (*) ნიშანი.
* ინვენტარის ნომრის არმქონე ჩანაწერების მოსაძებნად დაწერეთ მხოლოდ ახარისხების (^) ნიშანი.
თემატიკა
გაზეთის თემატიკა.
გამომცემლობა
გაზეთის გამომცემელი, გამომცემლობა, ან ორგანო.
* მინიმუმ 2 სიმბოლო.
* მოქმედებს წაკვეცა მარჯვენა მხრიდან.

 

ძიების შედეგები

ძიების ჩატარების შემდეგ, თუ მოიძებნა ერთი ჩანაწერი მაინც, შედეგების გვერდზე გამოვა მოძებნილი გაზეთების ჩამონათვალი.

შედეგების თავში მოცემულია საინფორმაციო ზოლი:

  • მარცხენა მხარეს - მოძებნილი ჩანაწერების საერთო რაოდენობა, აგრეთვე, ეკრანზე ნაჩვენები ჩანაწერების რაოდენობა, თუ საერთო რაოდენობა არ დაეტია ერთ გვერდზე.
  • მარჯვენა მხარეს - მიმდინარე გვერდი და გვერდების საერთო რაოდენობა.

შედეგების გვერდი მოცემულია სვეტებად:

სათაური
მოძებნილი გაზეთების სათაურები. დახრილი ხაზით გამოყოფილია პარალელური სათაურები.
ნომრები
გაზეთის ნომრების საერთო რაოდენობა (არა ერთეულების).
გამოცემის ადგილი
გაზეთის გამოცემის ადგილი (ქალაქის ან რაიონული ცენტრის დასახელება).
წელი
გამოცემის დაწყების წელი, რომელ წელსაც გამოვიდა გაზეთის პირველი ნომერი.

სათაურზე, გამოცემის ადგილზე, ან წელზე დაწოლით შესაძლებელია შედეგების სორტირება ზრდადობით, ან კლებადობით.