აგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგარი ტოვებს აბრაამის სახლს.
რუბენსი 1615-17 წწ

აგარი - (ებრ.) ნიშნავს უცხოელს, არაბულად - კლდეს. იგი ითვლება კანონისა და მორჩილების სიმბოლოდ. აგარი იყო აბრაამის ცოლის, სარას, ეგვიპტელი მოახლე. რადგან სარა უშვილო იყო, მან ნება დართო აბრაამს, რომ აგართან დაწოლილიყო. აგარი დაორსულდა. ამის შემდეგ სარა დამცირდა აგარის თვალში და მან მოსთხოვა აბრაამს გაეძევებინა აგარი. აგარი წავიდა უდაბნოში წყაროს წყალთან შურის გზაზე იეჰოვას ანგელოზმა დაინახა აგარი და ურჩია, დაბრუნებულიყო თავის ქალბატონთან და დამდაბლებულიყო მის ხელქვეშ. აგარმაც დაუჯერა და დაბრუნდა უკან, მაგრამ თოთხმეტი წლის შემდეგ ისევ მოუხდა შვილთან ერთად უდაბნოში წასვლა, რადგან სარამ დაინახა, რომ მის პატარა შვილს ისაკს, ისმაელი დასცინოდა, და აბრაამს უთხრა: „გააგდე ეგ ყმა ქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი იმ ყმა ქალის შვილმა ჩემ შვილთან, ისაკთან ერთად.“ აბრამი ძალიან შეწუხდა თავისი შვილის, ისმაელის გამო, მაგრამ უფალმა დაამშვიდა და უთხრა: ყმა ქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი“. აბრაამმა დილაადრიან აიღო პური, ერთი მათარა წყალი და აგარი თავის შვილთან ერთად გაუშვა უდაბნოში. ამ დროს ისმაელი 14 წლისა იყო. აგარს გზა აებნა და უწყლობით უკვდებოდა შვილი. აქ კიდევ გამოეცხადა უფლის ანგელოზი, აჩვენა წყლით სავსე ჭა და თან დაამშვიდა, რომ ისმაილისაგან უამრავი ხალხი წარმოდგებოდა.

ღმერთი მფარველობდა ისმაელს, რომელიც დამკვიდრდა უდაბნოში და შეიქნა მრავალი ხალხის მამამთავარი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები