ადვილჩაწყობადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადვილჩაწყობადობა (დაყალიბება) – ბეტონის ნარევის თვისება შედარებით ადვილად შეავსოს ყალიბი და სწრაფად მიიღოს საჭირო ფორმა, ამავე დროს შეინარჩუნოს მთლიანობა და ერთგვაროვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ადვილჩაწყობადობა დამოკიდებულია შემკვრივების საშუალებებზე. ის განისაზღვრება მისი სიბლანტით ჩაწყობის მომენტში და პლასტიკურობის ხარისხით, ე.ი. შესაძლებლობით, შეიცვალოს ფორმა ერთგვაროვნების დაურღვევლად. ბეტონის ნარევის ადვილჩაწყობადობა დამოკიდებულია ასევე ცემენტის სახეობაზე. ცემენტი მინერალური დანამატით, კერძოდ, პუცოლანური და წიდაპორტლანდცემენტი, ზრდის ბეტონის ნარევის წყალმოთხოვნილებას. უდანამატო ცემენტი, ნორმალური სისქელის მინიმალური მაჩვენებლით, მოითხოვს ნაკლებ წყალს, რაც აუმჯობესებს ნარევის ადვილჩაწყობადობას, წვრილმარცვლოვანი ქვიშა კი აუარესებს ნარევის ადვილჩაწყობადობას, რაც აიხსნება მისი დიდი ხვედრითი ზედაპირით, რის გამოც მარცვლების ამოსავლებლად საჭიროა მეტი ცემენტის ცომი. ამიტომ, ბეტონის ქვიშის შერჩევისას უპირატესობა ეკუთვნის მსხვილ და საშუალომარცვლებიან ქვიშას, რომელიც ნაკლებ მტვრისა და თიხის ნაწილაკებს შეიცავს. ხრეშზე დამზადებული ბეტონის ნარევი საჭიროებს წყლის ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე ღორღზე დამზადებული და, შესაბამისად, არის უფრო ადვილჩაწყობადი.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები