ადიიხუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნათელხელება ადიიხუ
დ. მერეთუყოვი.

ადიიხუ / ადიიფი (ადიღ. Iэдииху / Iэдыиф: Iэдий – „იდაყვი“, ху – „თეთრი“) - ჩერქეზული ნართული ეპოსის პერსონაჟი. ჩერქეზთა შორის ყველაზე გავრცელებული თქმულების თანახმად, მდ. პატარა ზელენჩუყის მარჯვენა სანაპიროზე, ვიწროების პიკზე ცხოვრობდა ადიიხუ, არაჩვეულებრივი სილამაზისა და უნარის მქონე ქალი. მდინარის სანაპიროებს ერთმანეთთან ტილოს ხიდი აკავშირებდა. ამ ხიდით ადიიხუს ქმარი – ფსაბიდა – თარეშით მოპოვებულ ცხენებს მოერეკებოდა. ამ დროს ადიიხუ თავისი მანათობელი ხელებით ქმარს ხიდს უნათებდა, რისი წყალობითაც ეს უკანასკნელი უკუნ ღამეშიც კი მდინარეზე იოლად გადადიოდა. ერთ-ერთ ასეთ ღამეში ადიიხუმ, რომელსაც ქმარმა დახმარება აუკრძალა, მას გზა არ გაუნათა. ამის შედეგად ფსაბიდა ცხენებთან ერთად მდინარეში დაიხრჩო. როცა ინათა, ადიიხუმ ქმრის გვამი იპოვა, დამარხა და, ისე, რომ საფლავი ბოლომდე მოწესრიგებული არ ჰქონდა, სოსრუყოსთან სარეცელი გაიყო.



ლიტერატურა

  • Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012;
  • Темирова Р. Х. К этимологии имени «Адиюх» // Археология и этнология Северного Кавказа. Вып. 2. Нальчик, 2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები