ადრეული ჩარევა (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადრეული ჩარევა - (early intervention), თერაპიული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მავნე შედეგების მქონე ნივთიერებათა მოხმარების შემთხვევათა ნაადრევ გამოვლინებას და ამ პიროვნებათა მკურნალობას.

აღნიშნული მკურნალობა გრძელდება იმ პერიოდამდე, როცა პაციენტს უჩნდება თავისი სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა, ან აცნობიერებს – რა ზიანის მომტანია ამ ნივთიერებათა მოხმარება. აღნიშნული გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ინდივიდს ჯერ არა აქვს განვითარებული ფიზიკური დამოკიდებულება ნივთიერების მიმართ ან ფსიქოსოციალური გართულებები.

ადრეული ჩარევა წარმოადგენს მკურნალობის მიმართ პრაქტიკულ მიდგომას, რომელიც ხორციელდება ძირითადად ჯანმრთელობის მუშაკის ინიციატივით პირველი სტადია გულისხმობს სისტემატურად ადრეული გამოვლინების პროცედურას.

არსებობს რამდენიმე მიდგომა: ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარების შესახებ უბრალო გამოკითხვა ანამნეზის შეგროვებისა და სკრინინგ-ტესტის გამოყენების დროს, მაგალითად, პირველად სამედიცინო-სანიტარული დახმარების დაწესებულებებში. შემდეგ, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ხდება დამატებითი შეკითხვების დასმა.

მეორე ეტაპი – მკურნალობა, რომელიც არ არის ხანგრძლივი და ტარდება პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების დაწესებულებებში (გრძელდება 5-30 წუთი). სხვა დაწესებულებებში შესაძლოა ჩატარდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები