ავდიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავდიუ ირ., ავდეუ დიგ. (ოს. Æвдиу, æвдеу – „დემონი“) – ოსური მითოლოგიისა და ფოლკლორის დემონური პერსონაჟი; ხან კეთილი, ხანაც ტიკის მსგავსი უბოროტესი ურჩხული, რომელსაც თოხივით ბრჭყალები, ქუხილივით ხმა და ცეცხლოვანი სუნთქვა აქვს; ცხოვრობს ხეობებში.

სპეციალისტები თვლიან, რომ აღნიშნული ტერმინის ძველი, ქრისტიანობამდელი ფორმაა Авд-деу [მომდინარე ძველი ირანული სიტყვიდან *haft-daiva „შვიდი დემონი“ (resp. ღვთაება)], რომლის ქრისტიანულ თარგმანს ავდ ძუარი „შვიდი ღვთაება“ წარმოადგენს. ჟ. დჲუმეზილის აზრით, ტერმინისათვის პირდაპირი ამოსავალია ირანული a-daiva (ან apa-daiva), წინსართის უარყოფითი მნიშვნელობით, და ითარგმნება, როგორც „არა-ღმერთი“, „უ-ღმერთო“. ამასთან, მკვლევარი გამოთქვამს ფრიად საყურადღებო თვალსაზრისს, რომ ამ ეტიმოლოგიის ლოგიკით ალანებში daiva ტერმინი მისი ძველი, თავდაპირველი მნიშვნელობით („ღმერთი, ღვთაება“) მკვიდრობდა და არა იმ უარყოფითი აზრობრივი შემობრუნებით, რომელიც მან ზოროასტრიზმში მიიღო. მაგრამ საკითხი იმის თაობაზე, თუ რატომ ჰქონდა ირანულენოვან ალანებში „დევი“ ტერმინს კეთილი ღვთაების პოზიტიური მნიშვნელობა, განსხვავებით სპარსეთისა და ალანთა კავკასიელი მეზობლებისაგან, რიგი თვალსაზრისის მიუხედავად, დღემდე გადაუწყვეტელია.


ლიტერატურა

  • Абаев В. И. Дохристианская религия алан // Избранные труды. Владикавказ, 1990. Т. I;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976;
  • Барабанов О. Н. Хуцау и дауаги: два нерешенных вопроса в историко-семиотическом анализе дохристианских индоевропейских верований у алан // Пространство и время, № 4 (14), 2013, с. 111-118;

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები