ავიასადესანტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავიასადესანტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

1. საჰაერო-სადესანტო ჯარების საბრძოლო მანქანა. იყენებენ მოწინააღმდეგის სხვადასხვა ჯავშნიანი ობიექტის გასანადგურებლად.

2. სპეციალიზებული მანქანაა. შეიარაღებულია ქვემეხით, ზოგჯერ ტყვიამფრქვევებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარულია ტყვიაგაუმტარი ჯავშნით, მოძრაობს საკმაოდ სწრაფად და გამოირჩევა დიდი გამავლობით. თანამედროვე ავიასადესანტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 3-იდან 20 ტ-მდე იწონის. დესანტის გადასხმის რაიონში გააქვთ სატრანსპორტო თვითმფრინავით ან შვეულმფრენით, გადმოტვირთავენ პარაშუტებით ან თვითმფრინავების დაფრენის შემდეგ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები