საარტილერიო ქვემეხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ქვემეხი (საარტილერიო)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საზენიტო ქვემეხი С-60

ქვემეხი (საარტილერიო) - 20 მმ და მეტი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის სახეობა. მისი დანიშნულებაა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის განადგურება, თავდაცვითი ნაგებობების და მართვის პუნქტების დანგრევა, დანაღმულ ველებზე და მავთულხლართებში გასასვლელების გარღვევა.

თანამედროვე ქვემეხების ძირითადი სახეობებია: ზარბაზნები, ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები.

ქვემეხები არის: დანიშნულების და გამოყენების ადგილის მიხედვით - სახმელეთო (საერთო დანიშნულებას, სატანკო, ტანკსაწინააღმდეგო, სამთო), საზენიტო, საავიაციო და საზღვაო;

მოძრაობის უნარის მიხედვით - სტაციონარული, თვითმავალი, ბუქსირებადი (მათ შორის თვითმავალი), მანქანით და ხელით სატარებელი;

კალიბრის მიხედვით - მცირე (სახმელეთო – 75 მმ-მდე, საზენიტო – 60 მმ-მდე, სახომალდო - 60 მმ-მდე, სანაპირო - 100 მმმდე), საშუალო (75-155, 60-100, 60-130 და 100-130) და მსხვილი (155-ზე 100-ზე, 130-ზე და 130-ზე მეტი) კალიბრიანი;

ლულის არხის მოწყობით - კუთხვილიანი და გლუვლულიანი;

დატენის და დამიზნების პროცესის ავტომატიზაციის ხარისხის მიხედვით - ავტომატური, ნახევრად ავტომატური და არაავტომატური.


ქვემეხი შედგება ლულის, ხაზინისა და ლაფეტისგან.

ძირითადი საბრძოლო მახასიათებლები: სროლის მანძილი, საბრძოლო მასალების სიძლიერე, სწრაფ-სროლა, სროლის შექუჩება და სროლის მანევრირება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები