დანაღმული ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანაღმული ველი

დანაღმული ველი - ადგილმდებარეობის (აკვატორიის) მონაკვეთი, რომელშიც ნაღმები გარკვეული წესით არის დაყენებული. დანაღმული ველი ნაღმასაფეთქებელი ღობურების საფუძველია და აქვს ყველაზე მაღალი გადამღობავი თვისება.

დანაღმული ველი ნაღმების დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო, ტრანსპორტსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო და შერეულ ველებად;

ამოქმედების ხერხის მიხედვით ისინი შეიძლება იყოს: უმართავი და მართვადი.

ნაღმებს აყენებენ წინასწარ, ბრძოლისთვის მზადების და ბრძოლის დროს, შენიღბვით (გრუნტში, თოვლში ჩაფლობით) და შეუნიღბავად (გაფანტვით) მექანიზაციის საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად და ხელით.

დანაღმული ველი იქმნება:

  • ტანკსაწინააღმდეგო - ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და სხვა სამხედრო ტექნიკის დასაზიანებლად;
  • ქვეითსაწინააღმდეგო – ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ფუგასური მოქმედებით ან ნამსხვრევებით მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დასაზიანებლად;
  • დესანტსაწინააღმდეგო – წყლისმიერ დაბრკოლებაზე, ზღვისპირა ზოლზე, მცირე სიღრმეზე, მოწინააღმდეგის მცურავი სამხედრო ტექნიკის, სადესანტო-გადასასხმელი და გადასასვლელ-სადესანტო საშუალებების დაზიანების მიზნით.

დანაღმული ველის დასაყენებლად გამოიყენება სპეციალური დესანტსაწინააღმდეგო ნაღმები.

შერეული დანაღმული ველი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დაყენებით იქმნება. აგრეთვე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანისა და ღობურებში გასასვლელების შენიღბვის მიზნით იქმნება ცრუ დანაღმული ველები.

საჰაერო დესანტებთან და აერომობილურ ჯარებთან ბრძოლისთვის გათვალისწინებულია სპეციალური დანაღმული ველების შექმნა. უმართავი დანაღმული ველები ისეთი ნაღმების დაყენებით იქმნება, რომლებიც ფეთქდება ადამიანის, ტანკის, ავტომობილის ამფეთქზე უშუალო ზემოქმედების შედეგად.

მართვადი დანაღმული ველი ნაღმების, უსაფრთხო მდგომარეობიდან საბრძოლო მგომარეობაში და პირიქით გადაყვანის საშუალებას იძლევა, აგრეთვე შერჩევით ან ერთდროულად კომანდით (რადიო ან სადენებით) მათ აფეთქებას იწვევს. ნაღმებს, რომლებიც დისტანციური დანაღმვის საშუალებების მეშვეობით გამოიყენება, როგორც წესი, განსაზღვრული ვადით აყენებენ, რის შემდეგ მათი თვითლიკვიდაცია ხდება.

გარდა ამისა, განასხვავებენ ხელშემშლელ დანაღმული ველებს (იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგეს ხელი შეუშალონ, გამოიყენოს ადგილმდებარეობის ზოგიერთი რაიონი, გზა, ხიდი; დეზორგანიზაცია შეიტანონ მის მოქმედებაში და სხვა); აგრეთვე დამცავ (ქვედანაყოფების, ობიექტების, პოზიციების დასაფარავად და ა.შ.), გადამღობ (შეტევაში მყოფი მოწინააღმდეგის შესაკავებლად, ცეცხლით და დარტყმებით მისთვის ზიანის მისაყენებლად, აგრეთვე ფლანგების და ზურგის დასაფარავად); თავდაცვით (ფრონტის, თავდამცველი ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო წყობაში ფლანგების და პირაპირების დასაფარავად) დანაღმული ველებს. მისი ძირითადი მახასიათებლებია: 1 კმ–ზე ნაღმების ხარჯი; სიგრძე და სიღრმე ფრონტზე, მოწინააღმდეგის მოსალოდნელი დანაკარგები და მისი შეყოვნების ხანგრძლივობა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები