ღობურებში გასასვლელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღობურებში გასასვლელები - ადგილმდებარეობის (აკვატორიის) ზოლები, რომლებიც გაყვანილია ღობურებში ან სპეციალურად არის დატოვებული ღობურებისაგან თავისუფალი საკუთარი ჯარების (ხომალდების, დესანტის გადასასხმელი საშუალებების) გასატარებლად.

გასასვლელის სიგანე ქვეითებისათვის არის 1-დან 1,5 მ-მდე, ტანკებისათვის - არანაკლებ 6 მ, ჯარების მოძრაობის გზებზე გაყვანილი გასასვლელებისა - 8-12 მ. წყლისმიერ დაბრკოლებებზე ღობურების გასასვლელები დესანტის გადასასხმელი საშუალებებისათვის შეადგენს არა ნაკლებ 40 მ. გასასვლელის სიგანე დესანტსაწინააღმდეგო ღობურებში – წყალზე 40-60 მ, ნაპირზე - 6-8 მ.

გასასვლელები შეიძლება გაყვანილ იქნეს ხელით, განნაღმვის მუხტების, ასაფეთქებელი ნივთიერებების მუხტების აფეთქებით, მექანიკური და კომბინირებული ხერხებით. გასასვლელები საზღვაო ნაღმურ ღობურებში გაჰყავთ მტრალავ ხომალდებს, ხოლო დესანტსაწინააღმდეგო ღობურებში წყალზე - განღობვის გემებს (კატარღებს), უეკიპაჟო ბუქსირ-კატარღებს, ვერტმფრენებს და მსუბუქ მყვინთავებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები