ათანასე (კალიგრაფი XVII საუკუნის II ნახევარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათანასე - (XVII საუკუნის II ნახევარი), ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია (1661) ჟამნგულანი (H-342), შესრულებულია ნუსხურით. ხელნაწერი მხატვრულად არის გაფორმებული და უხვად ილუსტრირებული. ტექსტი ყველგან მოვარაყებულ ჩარჩოშია ჩასმული.

ხელნაწერის სხვა გადამწერნი არიან: შიო მღვდელი და იესე, შესრულებულია ზაალ პაპუნას ძე ფანასკერტელ-ციციშვილისა და მისი თანამეცხედრის, მარიამ ამირეჯიბის, დაკვეთით. ათანასე ანდერძში აღნიშნავს, რომ ხელნაწერის გადაწერისას იგი „ახლად მოსწავლე“ იყო და ამიტომ, „თუ რამე დამეშავებინოს ნუ მწყევთ, უფალნო ჩემნო, გევედრები“ (319 v).

ი. გაჩეჩილაძე



Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები