ფანასკერტელი ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფანასკერტელი ზაზა - ტაოს ერისთავი და მეჭურჭლეთუხუცესი XV ს-ის პირველ ნახევარში. 1907 წ. ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ვაჩიძორის მონატრის მახლობლად, ე. თაყაიშვილმა მიაკვლია რამდენიმე ისტორიულ დოკუმენტს, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვაჩეძორის კრებულის პირობის წიგნს, მიცემულს ერისთავთ-ერისთავისა და მეჭურჭლუთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისადმი. საბუთი დათარღებლია XV ს-ის პირველი ნახევრით. იგი ამტკიცებს, რომ ტაოს ერისთავები XV ს-შიც უმკლავდებოდნენ ათაბაგთა სახლის შემოტევას. ამ ბრძოლაში ფანასკერტელ ერისთვებს ზურგს უმაგრებდა საქართველოს სამეფო სახლი - ალექსანდრე I-ის ძე მეფე ვახტანგ IV ცოლად ირთავს თაყა ფანასკერტელის დას, სითიხათუნს, ხოლო მეფე დემეტრეს ასული რუსუდანი თაყა ფანასკერტელის მეუღლე ყოფილა.

ტაოს საერისთავო ფანასკერტელ ერისთავთა ხელქვეით არსებობდა XV ს-ის 60-იან წლებამდე, ვიდრე ზაზა ფანასკერტელი საბოლოოდ გადმოსახლდებოდა ქართლში. 1535-1545 წწ-ში ტაოს საერისთავოს აღდგენის მცდელობა ჰქონია იმერთა მეფე ბაგრატ III-ს (1510-1565), როდესაც მან სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა. ვარაუდობენ, რომ ტაოს ერისთავად მეფეს ამ წლებში დაუნიშნავს გიორგი კავკასიძე, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელი (თ. ჯოჯუა). ამ მცდელობის სასარგებლოდ ლაპარაკობს XV საუკუნის ხელნაწერის (H-375, მარხვანი) მინაწერის ცნობები.


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟორდანია 1897: 270; თაყაიშვილი 1938: 62;
  • ქისკ 2013: 108, 240;
  • ბახტაძე 2003: 280;
  • ბერძენიშვილი 2005: 14-15;
  • ჯოჯუა 2015: 371-375.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები