ათონის აქტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათონის აქტები - ათონის მთაზე მონასტრებისადმი გაცემული სხვადასხვა საკანონმდებლო ხასიათის დოკუმენტების, სასამართლო გადაწყვეტილების, სიგელ-გუჯრების საერთო სახელწოდება. ათონის ქართული მონასტრის (ივირონის) აქტები ქართული თარგმანით პირველად გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა. 2008 წელს გამოიცა ივირონის აქტების ოთხტომეული (ივირონის აქტები). მიმდინარეობს ათონის აქტების სრული კორპუსის გამოცემა. აქტების დიდი ნაწილი გამოქვეყნებული აქვს პორფირი უსპენსკის. ათონის აქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზანტიის, საქართველოს, სერბეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების სამონასტრო ცხოვრებისა და საეკლესიო ისტორიის კვლევისათვის.


ლიტერატურა

  • გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970;
  • ივირონის აქტები, I-IV, თ. მგალობლიშვილის რედაქციით, თბ., 2008.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები