აიდესისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აიდესისი - (αϊδεσις), ათენური სამართლის მიხედვით, მკვლელობა პირადი დევნის საგანი იყო, ამიტომ გარდაცვლილის ნათესავებს, როგორც ბრალმდებლებს, გარკვეულ შემთხვევებში შეეძლოთ (ანდა მათგან მოელოდნენ), რომ მკვლელისათვის პატიება ებოძათ. ამის შემდეგ მკვლელი შემდგომი დევნისაგან დაცული იყო.

ტერმინის წარმომავლობა არაა დაზუსტებული. ის დანამდვილებით კავშირშია ზმნა αίδέομαι-სთან (მრცხვენია, პატივს მივაგებ). შესაძლოა, ეს ზმნა გამოიყენებოდა „სხვისი უბედურების პატივისცემის“ აღსანიშნავად და შემდგომ გადაიქცა „მასთან შერიგების“ გამომხატველად. მაგრამ ტერმინ შერიგებისაგან განსხვავებით, აიდესისი მხოლოდ დაზარალებული მხარის ქმედებას აღნიშნავდა.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები