ალბუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალბუმი - (album), თეთრი, თაბაშირით დაფარული დაფა, რომელზედაც საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იწერებოდა შავი და წითელი ფერით.

1) album praetoris - შეიცავდა წითელი ფერით შესრულებულ წარწერას (rubricae), რომელშიც განსაზღვრული იყო პრეტორების მოვალეობები, ხოლო ადრიანეს ეპოქიდან პრეტორის ედიქტი იწერებოდა (edictum perpetuum). ვინც წინასწარი განზრახვით დააზიანებდა ალბუმს, ისჯებოდა. მსგავს ალბუმებს აქვეყნებდნენ ედილები (aediles curules), პროვინციების მმართველები და კვესტორები.
2) album senatorium - ავგუსტუსის პერიოდიდან მოყოლებული იწერებოდა სია სენატორებისა. სენატორობის რანგიდან გამოსვლის შემთხვევაში ხდებოდა ალბუმიდან გვარის ამოშლა (albo senatorio eradere).
3) ნაფიც მსაჯულთა სია (album iudicum).
4) album pontificis - სადაც იწერებოდა წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და მაგისტრატთა სახელები.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები