ალოფონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალოფონი – (ბერძნ. < allos – სხვა morphē – ბგერა), ფონემის კონკრეტული სამეტყველო რეალიზაცია, პოზიციური ვარიანტი, რომელიც ჩნდება ამა თუ იმ ფონემის მანიფესტაციის დროს განსხვავებულ ბგერით გარემოცვაში (პოზიციაში). მაგ., სიტყვაში ლილა პირველი ლ რბილია, მეორე კი – მაგარი, მაგრამ მიუხედავად მათ შორის არსებული მნიშვნელოვანი ფონეტიკური განსხვავებისა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ხმოვანთა მეზობლობით, ქართულში ისინი მაინც ერთ ფონემას განეკუთვნებიან, წარმოადგენენ ერთი ფონემის ალოფონებს (ასეთ განსხვავებებს სმენა, ჩვეულებრივ, ვერ აღიქვამს), ალოფონები არასოდეს გვხვდებიან ერთსა და იმავე პოზიციაში. ისინი ერთმანეთის მიმართ იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში. თავის მხრივ ალოფონიც განიხილება როგორც ერთსა და იმავე პოზიციაში დადასტურებული ბგერების – ფონების ქვეკლასი.

ლ. ენუქიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები