ალუმინის კოროზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუმინის კოროზია

ალუმინის კოროზიაალუმინის რღვევა გარემოს ზემოქმედების შედეგად. ალუმინი, მართალია მიეკუთვნება აქტიური ლითონების ჯგუფს, მაგრამ გამოირჩევა საკმაოდ კარგი კოროზიული თვისებებით, რაც აიხსნება პასიურობით აგრესიულ გარემოში. მისი კოროზიამედეგობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა: ლითონისა და კოროზიული გარემოს სისუფთავე, გარემოში აგრესიული მინარევების კონცენტრაცია, ტემპერატურა და სხვ. ძლიერი გავლენა აქვს ხსნარების წყალბადის მაჩვენებელს (рН) – ლითონის ზედაპირზე ალუმინის ჟანგი წარმოიქმნება ინტერვალში рН = 3-9. ალუმინის კოროზია არ მიმდინარეობს მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც ალუმინის ზედაპირზე ჩნდება ჟანგის დამცავი აფსკი (სისქე 5-100 ნმ). ალუმინი არ იჟანგება სუფთა (დისცილირებულ) წყალში, ზღვის მარილიან წყალში კი პირიქით – განიცდის ძლიერ კოროზიას, რის შესაჩერებლადაც შემადგენლობაში მცირე რაოდენობით უმატებენ მაგნიუმსა და სილიციუმს. ალუმინისა და მისი შენადნობების კოროზიამედეგობა მცირდება, თუ მის შემადგენლობაში შედის სპილენძი. ალუმინისათვის ძლიერ საშიშია გოგირდმჟავა (განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე), მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, მჟაუნმჟავა, ყველანაირი ტუტეები, აგრეთვე, სპილენძის, ვერცხლისწყლის და ქლორის მარილები; აზოტმჟავა, ძმარმჟავა და ფოსფორმჟავა კი მასზე არ მოქმედებს. სუსტად ზემოქმედებს – ლიმონის, ვაშლის, ღვინის და, საერთოდ, ხილის წვენები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები