ალფაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფაბ-ი (ლეზგ. Алпаб – „ალი ქალი“) – დაღესტნური (ლეზგიური) პანდემონიუმის ანთროპომორფული პერსონაჟი – მშობიარე ქალთა და ახალშობილთა ანტაგონისტი;

წარმოდგენილი ჰყავთ მოხუცი ქალის სახით, რომელსაც გრძელი, აბურძგნილი წითური თმები, დიდი ჩამოშვებული ძუძუები და ბრჭყალებიანი თითები აქვს; ზამთარში ცხოვრობს მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, სადაც გამუდმებით თმას ივარცხნის, ზაფხულში – მთებში და მღვიმეებში. იგი ღამღამობით სოფლის შორიახლო შიშველი ან ძონძით მოსილი დაძრწის, იმ იმედით, რომ მარტოხელა ფეხმძიმე ქალი იპოვოს. თუ ქალი მშობიარობის დროს მარტო დარჩა, შეიძლება ალფაბი გამოჩნდეს და მას და ჩვილს შიგნეულობა, უპირატესად ფილტვები ამოართვას, რითაც იგი „იკვებება“. მშობიარობის დროს ძლიერი სისხლდენა ალფაბის ქმედებას მიეწერება. დემონის ძალის განეიტრალება შეუძლია მხოლოდ მამაკაცს, რომელიც მას თმას შეაჭრის და ფიცს დაადებინებს, რომ დღეის იქით ქალებს არ გაეკარება.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ლეზგების რწმენით, ეს მშობიარეთა და ახალშობილთა ანტაგონისტი დემონი, იმავდროულად „ნადირთპატრონიც“ იყო, იცოდა ცხოველთა ენა და სჯიდა იმ მონადირეებს, რომლებიც მაკე ცხოველებზე ნადირობდნენ. ალფაბი განსაკუთრებით მფარველობდა ჯიხვებს (суван яц – „მთის ხარი“), რომელთა მომყოლებს მათი მშობიარობის შემდეგ ჭამდა. ჯიხვი ლეზგებისთვის წმინდა ცხოველად ითვლებოდა; ამიტომ მოკლული ნადირის ხორცის გაყიდვა იკრძალებოდა, შეიძლებოდა მხოლოდ ხალხისთვის დარიგება.



ლიტერატურა

  • Гаджиев Г. А. Мифические персонажи и их названия у лезгин // Отраслевая лексика дагестанских языков. Материалы и исследования. Махачкала, 1984;
  • Сефербеков Р. Из мифологии лезгин самурской долины: реконструкция образов пантеона и пандемониума // Вестник Инстимтута истории, археологии и этнографии. Махачкала. 2013, № 3;
  • Ханагов Л. Из дагестанских нравов // СМОМПК. 1892, вып. 13;
  • Сефербеков Р. И., Караханов С. С. Мифологические персонажи лезгин Карчагской долины: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. 2015, № 2.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები