ამინალა კატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამინალა კატა / სუთჴათუნ-ი (დარგ. Аминала кIатIа – „ამინის ნიჩაბი“, сутхъатун – „ზოზინა ქალი“) – წვიმის გამოწვევის დარგუული რიტუალი და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟ-თოჯინა. ეს უკანასკნელი კეთდებოდა ან ნიჩბისგან ან გადაჯვარედინებული ჯოხებისგან, რომლებსაც ქალის სამოსში გამოაწყობდნენ და ქალები სოფელში კარდაკარ შემდეგი ძახილით დაატარებდნენ: „სუთჴათუნ-ჴათჴათუ, დე, მიწა განოტივდეს, დე, მოსავალი უხვი იყოს, დე, ყველა სახლი მარცვლეულით გაივსოს, დე, ყველა მწყემსს ბევრი ბატკანი ეყოლოს!“ ყოველ სახლთან მსვლელობის მონაწილეებსა და თოჯინას წყლით ასველებდნენ ან მდინარისპირას გადიოდნენ და იქ წუწაობდნენ.



ლიტერატურა

  • Булатова А. Г. Традиционные праздники и обряды народов Горного Дагестана в XIX – начале XX века. Л., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები