ანანკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანანკე(ბერძნ.) გარდაუვალობის, აუცილებლობის, ბედის განმასახიერებელი ღვთაება.

ხალხურ წარმოდგენებში ანანკე სიკვდილის ღვთაებაცაა, რადგან სიკვდილი გარდაუვალი მოვლენაა მოკვდავებისათვის. ძველი სამყაროს მოაზროვნეები ანანკეს აღიარებდნენ ფილოსოფიური მოძღვრების საფუძვლად. პლატონი ანანკეს მოირათა (ბედისწერის ღვთაებანი) დედად მიიჩნევდა, ტრაგიკოსებთან კი ეს ქალღმერთი განასახიერებდა იმ უზენაეს ძალას, რომელსაც მორჩილებდა ყველა სულდგმული, მიწიერიც და ცისიერიც.

ანანკეს კულტს გამორჩეულად სცემდნენ თაყვანს კორინთოში, სადაც მდებარეობდა მისი სახელობის ტაძარი.

რომში ამ ღვთაებას უწოდეს „ნეკესიტასი“, თუმცა იგი ვერ იქცა კულტად. რომაულ კულტურაში მან მხოლოდ ლიტერატურული ფუნქცია დაიმკვიდრა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები