ანა შპეტი (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა შპეტი

ანა შპეტი - (Anna Späth). ქლიავის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დაახლოებით 1870–იან წლებში ბერლინის ახლომდებარე დაბაში (კეცინში) – შპეტის სანერგეში. თუ როდის იყო შემოტანილი ანა შპეტი საქართველოს რაიონებში არ არის ცნობილი, მხოლოდ ახლაც მოიპოვება ამ ჯიშის 40–50 წლის ხეები. იგი გვხვდება თითქმის ყველა რაიონში ცალკე ხეების სახით.

ჯიში საინტერესოა უხვი მოსავლიანობით; იგი ადრე იწყებს მოსავლის მოცემას. საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა; მწიფდება სექტემბრის ბოლო რიცხვებში. იგი კარგი ხარისხის, საგვიანო სუფრის ჯიშად ითვლება. კარგად შეეგუა საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

ხე ძლიერი ზრდისაა, პირამიდული ვარჯით, რომელიც მოსავლის სიმძიმის გამო გადაშლილ და დახრილ ხასიათს ღებულობს.

ფოთოლი ოვალური ფორმისაა, წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი მუქი მწვანეა, ბრჭყვიალა.

ყვავილობა ადრეული ახასიათებს. ჯიში თვითფერტილია.

ნაყოფი მსხვილია (4,4X2,8 სმ.). ერთი ნაყოფის საშუალო წონა 41,5 გრამს უდრის. ნაყოფს კასრისებრი ფორმა აქვს, განიერი ფუძით. ნაყოფის კანი მოწითალო ფერისაა, ძლიერი ცვილისებრი ფიფქით. კანქვეშა თეთრი წერტილები მსხვილია და კარგად ემჩნევა ცვილისებრი ფიფქისაგან გასუფთავებულ ნაყოფს. ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელია, ძლიერ წვნიანი, ტკბილი, მომჟავო გემოსი. ნაყოფის სრულ სიმწიფეში კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს.

ანა შპეტი საქართველოს მეხილეობის მთელ რიგ რეგიონებში ერთ–ერთ საუკეთესო სამრეწველო ჯიშად უნდა ჩაითვალოს თავისი მაღალხარისხიანი და გარემოსადმი კარგი შეგუების უნარიანობის გამო. ანა შპეტის ნაყოფი ძლიერ კარგია საჩირედ, საკონსერვო ქარხნებში გადასამუშავებლად და საკმაოდ კარგია აგრეთვე სუფრის ხილათაც.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები