ანთლი თაიაყი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთლი თაჲაყ-ი / ჯიქ-ელეჲ თაჲაყ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Антлы таякъ – „ფიცის ჯოხი“, джик-эллей таякъ – „წინაპრის სახსარ-არგანი“) – წმ. ხისგან გამოთლილი საწესო ჯოხი, რომლის ქვეშ გავლა საზოგადოებრივ შეკრებაზე განიხილებოდა, როგორც ერთგულების ფიცი. ძმადნაფიცობის რიტუალში სპეციალურად დამზადებული ჯოხის (არგნის) გამოყენება შემთხვევითი არაა: საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბალყარული და ყარაჩული რწმენა-წარმოდგენები ადამიანისა და ხის ტანის იგივეობას გულისხმობს (ორივე ერთი тенгек ტერმინით აღინიშნება); ადამიანის სხეულის კანი და ძვლები ასოცირებული იყო მიწასთან (джери: баш-джери – „ადგილი, მიწა-თავი“, тер-джери – „ადგილი, ოფლის მიწა“ და ა. შ., ანუ ყველაფერი, რაც კანთან არის დაკავშირებული) და ჯოხთან/არგანთან (сюек къарайгъа таякъды – „ძვალი ადამიანის ჯოხია“). როგორც ჩანს, ასეთივე კინესთეტიკურ იდეასთან არის დაკავშირებული ერთგულების ფიცის დადების რიტუალში ჯოხის გამოყენება („თაჲაყ-ყარნაშლიყი“).



ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Азаматова Г. К. Религиозные верования как элемент этнической культуры балкарцев //

Религиозная жизнь народов Центральной Евразии. М., 2012; Карачаево-балкарско-русский словарь. М., 1989.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები