ანძა (საინჟინრო ნაგებობა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანძა

ანძა – დგარის სახით ვერტიკალურად დაყენებული საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც საერთო მდგრადობის უზრუნველსაყოფად სიმაღლეზე ადგილ-ადგილ დამაგრებული აქვს საჭიმრები.

მისი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია: ტანი, საძირკველი, ლითონის საჭიმრები და საანკერო საყრდენები, რომლებიც ქმნის ერთიან სივრცით კონსტრუქციას სიმაღლით 200 მ-მდე. ძირითადად მზადდება ლითონის ან ხის მასალისაგან. ტანი გეგმაში შეიძლება იყოს წრიული, სამკუთხა ან ოთხკუთხა ფორმის. აწყობა ხდება იარუსებად (იარუსის სიმაღლე 5-25 მ), რომელთა გადაბმის სიბრტყეში ხორციელდება ანძის ტანზე საჭიმრების მიმაგრება. ტანისათვის გამოიყენება ხის მორები (ხის ანძებში) ან ფოლადის პროფილები მილების ან კუთხედების სახით (ლითონის ანძებში), ხოლო საჭიმრებად – ფოლადის ბაგირები ან მავთულები. ანძის ტანის საძირკველთან მიმაგრება ყოველთვის სახსრულია.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები