არაგილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაგილ-ი (სომხ. Արագիլ – „ყარყატი“) – სომხური მითოლოგიური პერსონაჟიარა გეხეციკის მაცნე, მინდვრების მცველი. ძველ მითებში ორი არაგილი მზეს განასახიერებს. ზოგიერთი მითის თანახმად, არაგილები თავიანთ ქვეყანაში ადამიანები, მიწათმოქმედები არიან; როცა დრო დგება, ისინი ფრთებს იკეთებენ და სომხეთში მოფრინავენ. გამოფრენის წინ ერთ-ერთ შვილს კლავენ და ღმერთს მსხვერპლად სწირავენ. შინ მობრუნებულები ხოცავენ ფინიკის პალმებს შემოხვეულ გველებს. სომხები თაყვანს სცემდნენ არაგილებს, როგორ წმინდა ფრინველებს, მკვდრებს კი გარდაცვლილი ადამიანის მსაგავსად მარხავდნენ.


ლიტერატურა

  • Арутюнян С. Б. Ара Гехецик // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • მისივე, Армянская мифология // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.

წყარო

[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები