არაუ კლაუდიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაუდიო არაუ

არაუ კლაუდიო - (ესპ. Claudio Arrau León 6.II.1903, ჩილიანი, ჩილი - 9.VI.1991, მიურცცუშლაგი, ავსტრია), ჩილელი პიანისტი და პედაგოგი.

1937-მდე ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში, 1941-იდან – ნიუ-იორკშია. სადაც დააარსა საკუთარი სამუსიკო სკოლა. გამოდიოდა როგორც სოლისტი და ანსამბლისტი (ი. სიგეტისთან და პ. კასალსთან ერთად) მრავალ ქვეყანაში.

XX ს-ის ერთ-ერთი გამოჩენილი ხელოვანია. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ბეთჰოვენის ყველა საფორტეპანო სონატისა და კონცერტის შესრულებით. დაიმსახურა I პრემია ჟენევის საერთაშორისო კონკურსზე (1927). იუნესკოს მუსიკალური პრემია (1983).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები