აფეთქების ტალღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფეთქების ტალღა - აფეთქებით გამოწვეული დარტყმითი ტალღა (შეკუმშვის ტალღა), რომელიც მოცემულ გარემოში ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება.

აფეთქების ტალღის ფრონტზე (საზღვარზე) გარემოს პარამეტრები (წნევა, სიმკვრივე, ტემპერატურა, სიჩქარე) ნახტომისებრად იზრდება, ტალღის გავლის შემდეგ გარემოს წნევა და სიმკვრივე სწრაფად კლებულობს და გარკვეულ ინტერვალში საწყის სიდიდეზე ნაკლები ხდება. ამიტომ შეკუმშვის ტალღას გაიშვიათების ტალღა მოსდევს.

აფეთქების ტალღის წარმოქმნა დაკავშირებულია აფეთქების აირებთან, რომელთა მოქმედება გარემოზე დარტყმითი ხასიათისაა. მათი გაფართოების პროცესი სწრაფად მთავრდება და ტალღის შემდგომი გავრცელება ხდება აფეთქების აირებიდან დასაწყისში მიღებული ენერგიის საშუალებით. ენერგია თანდათან იხარჯება გარემოს გახურებასა და გადაადგილებაზე. აფეთქების ტალღა, ვრცელდება ყველა მიმართულებით, რის გამოც მისი მოქმედების არე ფართოვდება, ხოლო წნევა, შესაბამისად, მცირდება. აფეთქების ტალღა თავისი გავრცელების კვალდაკვალ სუსტდება და ბოლოს ჩვეულებრივ ბგერით ტალღად გადაიქცევა (მყარ გარემოში – დრეკად ტალღად).

აფეთქების დამანგრეველი ეფექტი განპირობებულია გარემოზე აფეთქების აირების უშუალო მოქმედებით და აფეთქების ტალღის გავრცელებით. როდესაც აფეთქების ტალღის ფრონტზე ჭარბი წნევა (ჰაერის ნორმალური წნევის ზევით) 0.5 აფეთქების ტალღას შეადგენს, კაპიტალური შენობები ინგრევა; რამდენიმე მეასედი აფეთქების ტალღა იწვევს ფანჯრის ჩარჩოების გამოგდებას; ადამიანს კლავს 2 ატ წნევის მქონე ტალღა, ხოლო 0.2 აფეთქების ტალღაზე მეტი წნევა კონტუზიას იწვევს. შესამჩნევი ზიანი არ მოაქვს მხოლოდ ისეთ აფეთქების ტალღას, როდესაც წნევა რამდენიმე მეათასედ აფეთქების ტალღას არ აღემატება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები