აღაიანის კომუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღაიანის კომუნა - ისტორიული ძეგლი აღაიანის კომუნა ჩამოყალიბდა 1926 წ. 25 აპრილს ამ დროისათვის აღაიანის თემში შედიოდა სოფლები – აღაიანი, საქადაგიანო, ოკამი, ლამისყანა, თეზი და ფერმა, კომუნის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო რევოლუციონერი ფიდა (ფრიდონ) ქიტას ძე დვალიშვილი (1893-1962 წწ..) კომუნაში გაერთიანებული იყო 20 ოჯახი, 1926-27 წწ. სოფელში აშენდა კომუნის ბინები. კომუნამ 1930 წლამდე იარსება.აღაიანის კომუნის ორი შენობა დღესაც დგას სოფელში, ე.წ. კომუნის უბანში ორივე მოძველებულია. ერთი შენობა ერთსართულიანია, მეორე – ორსართულიანი, ნაგებია წითელი აგურით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები