აცვამათვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აცვამათვა (აცοამათοა) - აფხ. ხარის ნივთი, კავი, აჩაჩა, ძველი სახვნელი იარაღი. უბრალო ხის კაუჭი, გათლილი ოთხკუთხა ხელნით. ხელნის სიგრძე 2 მ 95 სმ, სიგანე 8 სმ, სისქე 5 სმ. კაუჭის სიგრძე 44 სმ, სისქე 10 სმ. კაუჭი ქმნის მახვილ 45 გრადუსიან კუთხეს. კაუჭი გახვრეტლია სატეხით. ამ ნახვრეტში ჩადებულია ოთხკუთხა ფორმის დგომი, სიგრძით 85 სმ, ბოლოში სახელურით. მხვნელი მართავს იარაღს მინდვრის მოხვნის დროს, ამ დროს ხარის სახელური, დგომია მთავარი. კაუჭი ანუ ქუსლი მიწის ზემო ნაწილს აბრუნებს.

აფხაზებში სახვნელი იარაღების ორი ტიპია დადასტურებული, პირველი „კავი“ (მოკაუჭებული). ამავე სახვნელისათვის ბზიფურში აცვამათვა (აცοამათοა) იხმარებოდა, რომელიც ითარგმნება, როგორც „ხარის ნივთი“, „ხარის სახელური“. მეორე ტიპია აკვათან, რომლის სახელწოდებაც ქართული გუთანი სიტყვის ფონეტიკური ვარიანტია. XVIII ს-ში ი. გიულდშტედტს აბაზურში გუთნისათვის ფიქსირება ქვს ტერმინი კოთენ-მაჩა, რაც „მცირე გუთანს“ ნიშნავს, შდრ. აფხაზურ-აბაზური (ა-)მაჭ „მცირე; ცოტა“. მეცნიერთა აზრით, გუთანი საქართველოში უნდა წარმოქმნილიყო და აქედანვე გავრცელებულიყო ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მხარეებში.ბზიფის აფხაზებში თავდაპირველად გავრცელებული შრომის სახვნელი იარაღი, იგი უბრალო კავის მოვალეობას ასრულებდა და მიწას მცირედ აბრუნებდა. წვრილი და გრძელი ძელი, რომელსაც თავი წაწვეტებული ჰქონდა და რკინის სახნისი ჰქონდა ჩამოცმული. ძელის ტანს სახელურიც უკეთდებოდა, ადამიანის ხელისათვის.აცο ხარი, ამათοა - სახელური, სამოსი, ე.ი. „ხარის სამოსი“. იგი საკმაოდ პრიმიტიული სახვნელი იარაღი იყო, რომელსაც ხარის დახმარებით მოიხმარებდნენ.


წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები