ბაირიმ ინგირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჲრიმ ინგირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Байрым ингир) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომლის ფარგლებში ე. წ. „ჩამოჯდომის“ (чёк) რიტუალი წლის განმავლობაში ყოველი თვის პარასკევ საღამოს სრულდებოდა. ბაირიმ ინგირის წინა ღამით ამზადებდნენ ხის ფიტულს, რომელსაც მიცვალებულის ტანსაცმლით შემოსავდნენ, კერიასთან დასვამდნენ, წინ კერძებით გაწყობილ ტაბლას დაუდგამდნენ და ყოფით საქმეებში შემწეობას თხოვდნენ. შემდეგ ყველანი გარეთ გადიოდნენ, რათა მიცვალებულის „ვახშმობისთვის“ ხელი არ შეეშალათ; უკანმობრუნებულები კი საჭმელს შეექცეოდნენ. პარასკევს, ე. ი. ბაირიმ ინგირის დღეს ფუნთუშებს აცხობდნენ და ტკბილეულთან ერთად მეზობლებს ურიგებდნენ.


ლიტერატურა

  • Иванюков И., Ковалевский М. У подошвы Эльбруса // Балкария. Страна гор и ущелий. Т. I. Нальчик, 2000;
  • Абдуллаева М. А. Трапезы в цикле поминально-погребальных обрядов балкарцев и карачаевцев // III всероссийские миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები