ბალში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალში (ნოღ. Балшы) – ნოღაელი მკითხავი. ნოღაელებში მკითხავზე მოთხოვნილება დიდი იყო, ამიტომ ამ ხელობის მცოდნე მამაკაცები და ქალები ყველა აულში იყვნენ. სამკითხაოდ სხვადასხვა საშუალებებს იყენებდნენ. ძალზე პოპულარული იყო ცხვრის ბეჭზე (яурын-калак) მკითხაობა. ხორცის ჭამის შემდეგ ბალში ბეჭის ძვალს გულმოდგინედ გაწმენდდა და მასზე აღბეჭდილი წერტილების მიხედვით მკითხაობდა; ბოლოს დაამტვრევდა და შესასვლელისკენ ზურგშექცევით გადაყრიდა; ცდილობდა, კარის წირთხლისთვის მოეხვედრებინა. თუ ამას მოახერხებდა, მკითხაობა წარმატებული იყო და მისი ნათქვამი ახდებოდა. გარდა აღნიშნულისა, მკითხაობდნენ სიმინდისა და ლობიოს მარცვლებით, ლამაზი კენჭებით და სხვა საშუალებებით. ბალში დახელოვნებული იყო სიზმრის ახსნაშიც, რაც ნოღაელი მკითხავის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენდა.

საინტერესოა თვით ტერმინი балшы, რომელსაც სპეციალისტები თაფლის აღმნიშვნელ ნოღაურ „бал“ სიტყვას უკავშირებენ. როგორც ცნობილია, თაფლი მრავალი ხალხის მითოლოგიაში სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენს. უკანასკნელ დრომდე ნოღაელ უხუცესთა შეკრებები თაფლისგან მომზადებული სასმელის (сербет-су) წრეში ჩამოტარებით იწყებოდა. ეს წესი აქსაქალებს (უხუცესებს) სიბრძნისკენ, ბრძნული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდა. მკითხაობას ნოღაურ ენაზე არის бал ашу – პირდაპირ თარგმანში „თაფლის პოვნას“ ნიშნავს, რაც ვითარების არსში წვდომას გულიხმობს.


ლიტერატურა

  • Керейтов Р. Ногайцы. Особенности этнической истории и бытовой культуры. Ставропль, 2009;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები