ბანცზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბანცზი — საესტრადო ჟანრის თეატრი ჩინეთში. სახელწოდება მომდინარეობს ბანცზიდან – კასტანიეტების სახეობა, ერთ-ერთი ძირითადი საორკესტრო ინსტრუმენტი, რომლის თანხლებით იმართება ეს წარმოდგენები. ბანზცის აქვს მეორე სახელწოდება – ცინციანი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ჩინეთშია გავრცელებული. ბანზცი იყოფა მთელ რიგ ადგილობრივ ნაირსახეობად (პროვინციების სახელწოდების მიხედვით შენსიური, შანსიური, ხებეური, ხენანური, შანდუნური და სხვ.).

ბანცზი განსაკუთრებით გავრცელდა მე-18 ს. მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ბანცზის თეატრი გამოდიოდა პეკინში და გავლენა იქონია დედაქალაქის დრამაზე. ბანცზის ჟანრის თეატრებისათვის, ისევე როგორც ჩინური მუსიკალურდრამის სხვა ჟანრებისათვის, დამახასიათებელია ხალხური სიმღერების გამოყენება, ფოლკლორზე აგებული პიესების დადგმა, მოქმედების დინამიურობა, უბრალოება, მუსიკაში რიტმების მრავალფეროვნება. ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს შენსიური და ხებეური თეატრები, რომლებმაც ფართო გავრცელება ჰპოვეს სოფლებში. ხებეის პროვინციებში დღემდე არსებობს ბანცზის 30-ზე მეტი დასი. აქ იდგმება ხალხური დრამები „ცინ-სიან-ლიან“, „ნეფრიტის სამაჯური“, „პრინცესა ცზინ-ჩჟის დასჯა“, „მეთევზის შურისძიება“ და სხვა. ბოლო წლებში ბანცზში სულ უფრო ხშირად იდგმება პიესები თანამედროვე თემაზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები