ბარამიძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ბარამიძე

გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე – (Grigol (Gigla) Baramidze), ქართველი დიპლომატი, 1995-1999 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 4 იანვარი, 1960 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1976-1981 – დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით ფილოლოგი – აღმოსავლეთმცოდნე, სამართალმცოდნე;
1982-1984 – წარმატებით გაიარა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება:
1982-1985 – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1985-1992 – სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. თბილისის, რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პირველი მდივანი;
1994-1995 – პრეზიდენტის მრჩეველი;
1997-2002 – საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთი).
2004-2013 – პოლიტიკური დევნილი.
2014-დან – ეწევა პოლიტიკურ და მეცნიერულ საქმიანობას.

გუბერნატორობის პერიოდში მისი უშუალო თანამონაწილეობითა და ორგანიზებით მხარეში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რამაც შესაძლებელი გახადა რეგიონის სტაბილური განვითარების პერსპექტივა. სამხრეთ საქართველოდან გაყვანილ იქნა უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და მათ ნაცვლად რეგიონში და საზღვრის მთელ პერიმეტრზე განთავსდნენ ქართველი ჯარისკაცები. ასევე, განხორციელდა, როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო მასშტაბის პროექტები. გაიხსნა თბილისის სასწავლებლების ადგილობრივი ფილიალები, აღდგა ეროვნული სიმბოლიკა, პირველად საქართველოში ახალციხეში აღიმართა წმინდა მეფეთა მეფე თამარის ძეგლი.

არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 100-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.

ფლობს: (სხვადასხვა დონეზე) ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, სომხურ, ძველ ბერძნულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები: დაჯილდოებულია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II მედლით (2000 წელი მართლმადიდებლობის),
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ I ორდენით (სპიტაკის მიწისძვრით დაზარალებულთათვის გაწეული განსაკუთრებული დახმარებისთვის).


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები