ბარკაროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარკაროლა - (იტალ. Barcarola; barca - ნავი), თავდაპირველად იტალიელი მენავეების (გონდოლიერების) სიმღერების სახელწოდება, შემდგომში ყოველგვარი მუსიკალური ნაწარმოები (სიმღერა, პიესა ფორტეპიანოსათვის, გუნდი და სხვ.), რომელშიც ასახულია ნავით სეირნობა.

ზოგჯერ ბარკაროლას გონდოლიერას უწოდებენ. მუსიკალური ხასიათი ჩვეულებრივ ლირიკული, ნათელი და მეოცნებეა. ტემპი – ზომიერი.

მნიშვნელოვანი ვოკალური ბარკაროლა შექმნეს შუბერტმა, გლინკამ, საფორტეპიანო – მენდელსონმა, შოპენმა, ჩაიკოვსკიმ, რახმანინოვმა და სხვ. ვოკალური ბარკაროლა გვხვდება ზოგიერთ იტალიურ და ფრანგულ ოპერაში.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები