ბეერ-შება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეერ-შება – ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ნეგებში, სამხრეთ იუდეაში. ბეერ-შება ისრაელში მსაჯულების მმართველობის დროს წარმოიშვა და აყვავების ხანა დავითისა და სოლომონის მეფობისას დაუდგა, რასაც იმ პერიოდის ბეერ-შებას არქეოლოგიური წყაროები ადასტურებს.

ბიბლიის მიხედვით ბეერ-შებაში ჯერ კიდევ აბრაამა და ისააკმა ჭები ამოთხარეს. აქ ისააკმა მეფე აბიმელექთან კავშირი შეკრა და უფლის სამსხვერპლო ააგო. ამის აღსანიშნავად დაერქვა ამ ადგილს ბეერ-შება, რაც „ფიცის ჭას“ ნიშნავს.

ქანაანის დაპყრობის შემდეგ ბეერ-შება იუდას ტომს მიეკუთვნა, შემდეგ კი სიმონისას. მსაჯულთა ხანაში ბეერ-შება ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქი იყო. ისრაელის მიწის საზღვარი ქალაქ დანიდან ბეერ-შებამდე იყო გადაჭიმული (დანი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იყო, ბეერ-შება კი სამხრეთით). ისრაელისა და იუდეის სამეფოების დაცემის შემდეგ ბეერ-შება დაცარიელდა, თუმცა როდესაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ ისევ დასახლდნენ თავიანთი წინაპრების „ფიცის ჭასთან“.

ახ.წ 70 წელს, როდესაც რომაელებმა ნაბატეის სამეფო დაიპყრეს, ბეერ-შება რომის არმიის ციხე-სიმაგრედ იქცა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები