ბეთ იილითუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთ ჲილითუ (ნოღ. Бет йылыту – „სახის გათბობა“) – საქორწილო ციკლის ნოღაური რიტუალი – პატარძლის პირისახის გათბობის ცერემონია. ქორწილის მეორე დღეს დედამთილის ხელმძღვანელობით სიძის ნათესავი ქალები მუსიკის თანხლებით დედოფალს ეზოში დანთებულ კოცონის გარშემო სამჯერ შემოატარებდნენ, ცეცხლზე ხელისგულებს დაითბობდნენ და პატარძალს სახეზე მიადებდნენ; შემდეგ სამკაულებით დაასაჩუქრებდნენ. რიტუალი საწესო სუფრით მთავრდებოდა.


ლიტერატურა

Гаджиева С. Очерки истории семьи и брака у ногайцев в XIX – начале XX века. М., 1979.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები