ბელადონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბელადონა

ოჯახი - Solanaceae - ძაღლყურძენასებრნი
გვარი - Atropa L- ბელადონა
სახეობა - A. Belladona - ჩვეულებრივი ბელადონა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. დაახლოებით 2მ სიმაღლის, ხორცოვანი ფესვებით და მოკლევმიწისქვეშა ღეროებით. ფოთლები კვერცხისებურია, წამახვილებული ბოლოებით. ფოთოლთგანლაგება ძირა ნაწილში მორიგეობითაა, ზედა ნაწილში კი, სადაც ყვავილებია განლაგებული - მოპირისპირე. ყვავილი 5 – წევრიანი, ჯამი მილისებურ-ზარისებრი, 20-30 მმ სიგრძის, მოყავისფრო-იისფერი ანდა მოწითალო. ნაყოფები შავი, პრიალა კენკრაა. ყვავის ზაფხულში. მრავლდება თესლით.

გავრცელებულია კავკასიასა და იმიერკაეკასიაში, კარპატებში, ყირიმში. სახლობს ერთეულებად, იშვიათად ჯგუფურად. რადგან ბუნებრივი რესურსები მცირეა, მისდევენ მის კულტივირებას.

ძლიერ შხამიანი მცენარეა. მცენარის ყველა ნაწილში გროედება შხამიანი ალკალოიდები: ატროპინი, ციამინი, სკოპოლანი (განსაკუთრებით ფესვებსა და ფოთლებში). ნაყენი და ექსტრაქტები გამოიყენება სპაზმებსაწინააღმდეგოდ, ასთმისა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებად. შედის შემდეგი პრეპარატების შემადგენლობაში: „ასტმატოლი”, ,ბეკარბინი”, „ბესალოლი” , „,სოლუტანი”, და ა.შ.

კავკასიაში გამოყოფილია სახეობა - A.caucasica

მავნებლები და დაავადებები. ბელადონას აზიანებს: კარადრინა, ბაღჩის ბუგრი, დუჟიანა ჭიჭინობელა, მწვანე ჭიჭინობელა, ბოსტნის სამხრეთის რწყილი, ჭიჭინობელა ლეპირონია, ხვატარი ფიქტილისი, იენისის ღრაჭა, ქვიშრობის ზოზინა, ჭარხლის ბაღლინჯო, კოლორადოს ხოჭო, ველის ჭრიჭინა, შემოდგომის ნათესების ხვატარი, ბამბის ხვატარი, ეგვიპტური კალია, მდელოს ფარვანა და სხვ.

დაავადებებიდან მნიშვნელოვანია: ფესვის ბაქტერიული კიბო, სამხრეთული ფესვის სიდამპლე, სიმინდის ჟანგა, ევერტიცილიოზი, ვირუსოვანი დაავადება ჭარხლის სიხუჭუჭე ანუ კალიფორნიული ავადმყოფობა, რიზოქტონიოზი, რუხი სიდამპლე (ობიანი), ფოთლის ლაქოვანი დაავადება, ნაცარი, აბრეშუმა ზოგიერთი სხვ.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები