ბენფეი თეოდორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ ბენფეი

თეოდორ ბენფეი – (გერმ. Theodor Benfey; 1809-1881) – გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე სანსკრიტოლოგი. ლიტერატურათმცოდნეობაში ე. წ. შედარებითი თეორიის ფუძემდებელი.

1859 წ. გამოვიდა პანჩატანტრას (იგივე „ქილილა და დამანა“) ბენფეისეული თარგმანი, რომლის შესავალ წერილში მან ჩამოაყალიბა თავისი ე. წ. „სესხების თეორია“. ძველ ინდურ კრებულში შესული ზღაპრებისა და არაკების მიგრაციების მაგალითზე ბენფეიმ დაარღვია მითოლოგიური სკოლის, ძმები გრიმების ე. წ. არიული, იგივე მითოლოგიური თეორია, რომელიც ინდურ და ევროპულ ლიტერატურათა (უმეტესად არაკთა და ზღაპართა) საერთო სიუჟეტებს მათი უძველესი ერთიანობით, უძველესი მონათესაობით ხსნიდა. ბენფეი სიუჟეტების მიგრაციის შესაძლებლობაზე მიუთითებდა და ამისათვის შესაფერ გზებსაც სახავდა. ბენფეის აზრით ეს ორი – მშვიდობიანი (სავაჭრო ურთიერთობანი) და სამხედრო (ომები, ტყვედ წაყვანა, დაპყრობა) გზით ხდებოდა. ბენფეი რამდენიმე პერიოდს სახავდა ამისათვის (ხალხთა დიდი გადასახლება, ჯვაროსანთა ომები), სიუჟეტების ძირითად სამშობლოდ ინდოეთს მიიჩნევდა, საიდანაც სპარსეთისა და საბერძნეთის ან სპარსეთისა და არაბეთის გზით მათ ევროპაში უნდა შეეღწიათ. ბენფეის დამსახურებას სესხების მრავალი ფაქტის დადგენა და მითოლოგიური თეორიის კრიტიკა შეადგენდა.

ელ. ვირსალაძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები